Title | : | გარდასულები |
Author | : | |
Rating | : | |
ISBN | : | - |
ISBN-10 | : | 9789941320217 |
Language | : | Georgian |
Format Type | : | Paperback |
Number of Pages | : | 139 |
Publication | : | First published January 1, 2019 |
გარდასულები Reviews
-
მოულოდნელად გაოცებული ვარ ამ წიგნით, ოღონდ არა იმიტომ, რომ "საოცარი მოთხრობები" აღმოჩნდა მასში, როგორც ანოტაციაში ვკითხულობთ, არამედ ისეთი დაუნდობლად შემზარავი ტექსტებია, როგორებსაც ნაკლებად ველი ხოლმე ქართველი ავტორებისგან.
"გარდასულები" მოთხრობების კრებულია, მაგრამ სამივე ამბავი როგორც სიუჟეტის დეტალებით, ისე თემატიკითა და საერთო განწყობით უკავშირდება ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, ერთ მთლიან ლიტერატურულ ქსოვილს ქმნის, რომელიც ტკივილითა და ტანჯვითაა შეკერილი.
პირველი მოთხრობა, "მკვდრები", body horror-ის გულისამრევი (პირდაპირი და საუკეთესო გაგებით) ნიმუშია; მეორე ტექსტში, "სულები", მარტო იმერულ დიალექტზე მოლაპარაკე კატა რად ღირს; სამწუხაროდ, მანამდე წაკითხული უამრავი საშინელების მიუხედავად, პირში ცუდი გემო ბოლო მოთხრობის, "სიცოცხლის ხე", იმ ყალბმა პათოსმა დამიტოვა, რომ პოლიციელებს, სპეცრაზმელებს, ჯარისკაცებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას არბევენ, "აქვთ გრძნობები" და მათაც უნდა გავუგოთ.
P.S. საინტერესოა, რომ მიშა ბახსოლიანის "კანიბალიადა" და ეს კრებული ერთ წელს გამოქვეყნდა და ორივეს ფაბულა მსგავსად განგაცდევინებს ზაფრას და გულისრევას პოსტსაბჭოთა საქართველოში. -
იმ სამი მოთხრობიდან რომელიმეს ცალკეც წავიკითხავდი ისე რომ დანარჩენი ორი არ წამეკითხა და მომეწონებოდა, მაგრამ მოწონება/არმოწონებაზე არაა საქმე, იმიტომ რომ დასაწყისიც აქვს ამბავს, დასასრულიც და მოკლედ, იკვრება. დანარჩენი გემოვნების ამბავია. მაგრამ წიგნის პირველი გვერდიდან ბოლო გვერდამე წაკითხვა, კიდევ სხვა მთლიანობას ქმნის, სადაც, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობიერების მქონე არსების ტანჯვაა და მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს ვინ ან რა იტანჯება,იმიტომ რომ ორივეს შემთხვევაში არსებობს ცნობიერება და ზუსტად ეგ ცნობიერებაა ტანჯვის უფლებას რომ გაძლევს და ღორს ექნება ეგ თუ ადამიანს,საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, სხვა რაღაცებიც იკითხება და სხვისთვის ალბათ გაცილებით მნიშვნელოვანიც,ვიდრე ტანჯვაა, მაგალითად სოციალური პრობლემები, რომელიც ჩემთვის,როგორც მკითხველისთვის არასდროს ყოფილა საინტერესო არც ერთ მხატვრულ ნაწარმოებში. საბოლოოდ, აი რა შეგრძნებაც დამიტოვა ნაწარმოებმა, მუდმივი ტანჯვის, ტექსტი ეგრე საერთოდ არ იკითხება, პირიქით მდიდარი ლექსიკა და მწყობრი, თანმიმდევრული სიტყვები მნიშვნელოვანს ხდის მთლიან სურათს. და ნუ, მწერლობაც ეგაა, სხვა დანარჩენთან ერთად.