ცა მიწიდან იწყება by Otar Chiladze


ცა მიწიდან იწყება
Title : ცა მიწიდან იწყება
Author :
Rating :
ISBN : -
Language : Georgian
Format Type : Kindle , Hardcover , Paperback , Audiobook & More
Number of Pages : 314

ოთარ ჭილაძის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ხელნაწერი ტექსტებით.


დიდი მწერლის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები.


ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც


ცა მიწიდან იწყება Reviews


  • ხატია წურწუმია

    ოთარ ჭილაძის პროზაც კი პოეზიაა. ძალიან მიყვარს ეს მწერალი თავისი მგრძნობიარე და ლამაზი ბუნების გამო, ეს თვისებები მის შემოქმედებაზეც აისახება♥️

  • Mariam Keshealshvili

    ეს რა გენიალური კაცი ჰყოლია ჩვენს სამშობლოს და როგორი სირცხვილია, რომ მხოლოდ 25 წლის არსებობის ჟამს გავეცანი მის პირველ ჩანაწერებს!

    რა სამწუხაროა, რომ ეს რვეულიც დამთავრდა..

  • tatiaa ghoghoberidze

    სად ვიყავი აქამდე?

  • Anuki Goguadze

    და უკვე დროა, დარწმუნდე, მიხვდე
    სიმარტოვისთვის ხარ გაჩენილი

  • Lizi Gongadze

    იცით როგორი წიგნია?ნებისმიერ დროს რომ შეგიძლია გადაშალო და არასდროს მოგბეზრდება.

  • Nino Matsiashvili

    "ადამიანი ჩვენგან გაკიცხვას კი არ იმსახურებს, არამედ თანაგრძნობას; აი, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია: უნდა თანავუგრძნოთ ყველას!"

  • Ath3na

    საოცრებაა, მიყვარს თან ძალიან❤️

  • Salome G.

    ამ წიგნის მარგალიტები 👇

    •"მხოლოდ სიკვდილის წინ შეიძლება,რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი. ჩვენ სიკვდილამდე ამ სიტყვას ვეძებთ."
    •"არიან ადამიანები,რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ,ის რომ არ გააკეთონ,რისი გაკეთებაც ევალებათ."
    •"სამშობლოზე უნდა ილაპარაკო მოკლედ და გასაგებად,როგორც მომაკვდავები ლაპარაკობენ."
    •"ერთი წიგნი,ან ერთი ქანდაკება,შეიძლება ერის სულის სარკედ იქცეს."
    •"საფლავიც კვდება,თუ დაივიწყებ და აღარ მოუვლი."
    •"ბავშვობაში საითაც არ უნდა გაიხედო,დედის საკინძის ღილი ციმციმებს ყველგან!დედის საკინძის ღილითაა შეკრული ქვეყნის უბე!უფრო სწორად,უნდა იყოს შეკრული. დღევანდელ ცხოვრებას დედის საკინძის ღილი აკლია სწორედ."
    •"ღარიბის სახლში ღმერთი მეტია!"
    •"პატარა ქალაქები ინახავენ დიდ წარსულსა და კულტურას."
    •"გუშინ არაფრის თქმა არ შეიძლებოდა და ამიტომაც თქმას აზრი ჰქონდა.დღეს კი ყველაფრის თქმა შეიძლება,მაგრამ თქმას აზრი არ აქვს."
    •"დასავლეთ საქართველოში სტუმარს ოჯახის დიასახლისი ისე გამოეგებება,თითქოს მთელი სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ მას ელოდებოდა პენელოპესვით."

  • Tamuna Topeshashvili

    დიდებული #ოთარჭილაძე🤍💛
    ,,სიცარიელე ცად რომ იქცეს, მიწა სჭირდება”
    ,,ცა მიწიდან იწყება”
    მივყევი, ვიცხოვრე მისი ცხოვრებით და ჩანაწერების კვალდაკვალ მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში , გავიაზრე ის, რომ - ,,თუ გინდა, რომ მოკვდე, უნდა დაიბადო. ხოლო თუ უკვდავება გინდა, უნდა მოკვდე.”
    სამაგიდო წიგნია, სულ რომ უნდა იკითხო.

  • Elenee

    როგორ მიხარია გენიალური ოთარ ჭილაძე ამ წიგნით რომ გავიცანი... ნებისმიერი შეხების შემდეგ მის მცირე ზომის ნაწარმოებებთან, მიჩნდებოდა განცდა, რომ ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის და "ცა მიწიდან იწყება" კიდევ ერთი, ბევრად ცხადი დასტური აღმოჩნდა ამ ყველაფრის. ასე მგონია, საფუძველი მომიმზადა ბატონი ოთარის ნაწარმოებების წასაკითხად, რადგან ახლა უკვე მგონია, რომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს და ვიცი რას რატომ დაწერდა.
    ჩანაწერები ქრონოლოგიურად, წლების მიხედვით არის დალაგებული, რაც საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ ავტორის სულიერ ცვლილებებს, რაც მეტწილად ჩვენი ქვეყნის ავკარგიანობით იყო განპირობებული.
    აუცილებლად წასაკითხი წიგნია, ბევრს რომ გაფიქრებს, ზოგჯერ გაცინებს, ზოგჯერ კი სიმწრის ცრემლებს მოგადენს თვალზე.
    მიყვარს<3

  • Liko

    "სუსტებიც ვართ და ცუდებიც - ერთმანეთზე ვბრაზდ���ბით და ჯავრს სამშობლოზე ვიყრით! სამშობლოც თვალსა და ხელს შუა გველევა, თანდათან, შაგრენის ტყავივით... გაანათლოს ღმერთმა!"

    მიხარია, რომ უკეთ გავიცანი ბატონი ოთარი.

  • Liza Barbakadze

    ჩემი საყვარელი ქართველი ავტორი ❤️