შენ ფანჯარაში დამინახავ by Daniil Kharms


შენ ფანჯარაში დამინახავ
Title : შენ ფანჯარაში დამინახავ
Author :
Rating :
ISBN : -
ISBN-10 : 9789941474460
Language : Georgian
Format Type : Hardcover
Number of Pages : 328
Publication : Published January 1, 2018

“ლიტერატურაში, აკადემიური მწერლების გარდა ისეთებიც გვხვდებიან, რომლებიც ანგრევენ კედლებს, გამოდიან საყოველთაოდ მიღებული ჩარჩოებიდან და მუდმივად ახალი გზების ძიებაში არიან. ზუსტად ასეთი მწერალია დანიილ ხარმსი – ირაციონალური, უკიდურესობების მწერალი, რომელიც აქტუალურობას კი არ კარგავს, არამედ ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად მიიჩნევა.

მსოფლიო გაოგნებული იყო, როცა, სამოციანი წლებისბოლოს, ხარმსი აღმოაჩინა. სიტყვებისა და ასოების თამაშით დაწერილი, ერთი შეხედვით, აბსურდული და ალოგიკური ვარიაციები მომავლის მწერლობა აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ უდიდესი ექსპერიმენტატორის მიერ დიდი ტრაგიზმითა და იუმორით დაწერილმა ტექსტებმა მომავალში დაიდეს ბინა.

ხარმსი – აბსურდული სინამდვილის დღესასწაული! ამ მოგონილ, ილოზიურ „დღესასწაულში“ ვიმყოფებით ჩვენ, ადამიანები, მას შემდეგ, რაც დედამიწა გაჩნდა.” [მანანა მენაბდე]


შენ ფანჯარაში დამინახავ Reviews


  • Dimitri Shiukashvili

    მოდი მოგიყვებით ამბებს

    1. ჩემი ბრალი არაა რომ ასე ნელა ვკითხულობდი. მეტროში ჩავდიოდი და... მაგრამ ჯობია გითხრათ რა დაემართა მეგობარს. 2. მოკლედ, იმდენად ცუდი გალიაკი აქვს რო მე მომადგა, ყოვლად გამოუყენებელს მისახვედრ საკითხში, მაგრამ ესეც არაა საინტერესო, მოდი ხარსმზე ვილაპარაკოთ 3. ხარმსი თურმე 6 თვე იჯდა ციხეში, მერე გადაასახლეს, მერე ისევ ციხეში ჩაჯდა და მოკვდა. მაგრამ არც ესაა დუხიანი, მოდი ჩემზე მოგიყვებით 4. მოკლედ ეს წიგნი მეტროშივე გავაგრძელე და იქვე დავხურე, ჰოდა ანამ მითხრა... მოდი ისევ მოგიყვებით ჩემ მეგობარზე 5. ჰოდა გალიაკზე გიყვებოდით, მოკლედ ახლა იმედია იშოვის კანაფს ფილტვებს რომ ისე მოედოს, როგორც ნაბახუსევს კარგი ცივი ლუდი და ხაშ... მარა ესეც უინტერესოა, მოდი ისევ წიგნზე გეტყვით. 6. ამ მაგარი ავტორის ნარატივი საკაიფოდ პოეტურია, დინამიკურიცაა და კომედიურიცაა. კიდევ მინდა გითხრათ რო ეს კაცი ყველას შეგიყვარ... მაგრამ ამაზე ცოტა მერე მოგიყვებით.

    ჩემთან სტუმრად იგორი იყო.

  • Tsotne Nadaraia

    ბევრი ძალიან კარგი იდეა იყო ამ წიგნში, მაგრამ

    არტაროსის პირას
    იგინდარა
    ვან პროკოფიევიჩი წევს.
    ული თუ ნოლი?
    სმის კითხვა.

    ისტიკური და
    კუ��ტური
    დეებით
    ოტლებენი
    ელმოღერებული
    იდერლანდებს
    კვირდება

  • Ana Japaridze

    5 ვარსკვლავიანი აბსურდი.

  • Natia Tsenteradze

    “შენთან საუბარი ხარმსის წაკითხვას ჰგავს”

    ერთი წლის წინ შენ ფანჯარაში დაგინახე. ერთი წლის შემდეგ კი:
    “კი, კი, ჩვენ ორივე ვდგავართ და ვდუმვართ!”

  • Nona

    ეს რა წავიკითხე.
    დანიილ ხარმსი ყოფილა გენიოსი.ოკულტური და ფილოსოფიური იდეებით,საოცრად ირონიული და აბსურდული სამყარო დაგვიხატა.სწორედ ამ სამყაროს ვხედავთ ფანჯარაში,რომელიც ერთგვარი ილუზიაა.
    მგონი ბოლომდე ვერ ვხვდები რა წავიკითხე,თუმცა,როგორც ხარმსი იტყოდა,ეს მნიშვნელოვანი არ არის. ვხვდები რომ მომეწონა.

    "შიში დავკარგე.დამივარდა,როგორც ცხვირსახოცი.მეშინოდა,რომ შიში არ მაქვს და ახლა ეს შიშიც აღარ არის."

    "შენთან მოსვლამდე, მე შენს ფანჯარაში მოვაკაკუნებ. შენ დამინახავ ფანჯარაში.შემდეგ კარში შემოვალ და შენ მე კარში დამინახავ.შემდეგ შენს სახლში შემოვალ და შენ მე მიცნობ.მე შემოვალ შენში და შენ გარდა ვერავინ,ვერავინ ვერ დამინახავს და ვერ მიცნობს.

    შენ ფანჯარაში დამინახავ.

    შენ კარში დამინახავ."

  • Taso mkheidze

    არსებობს მხოლოდ უსასრულო მოძრაობა,მსუბუქი ელემენტების სუნთქვა
    პლანეტატული რბოლა,ბრუნვა დედამიწისა
    დღის და ღამის დღიური მონაცვლეობა
    ბუნების უდაბური კომბინაცია
    უღრანი ტყის მხეცების ძალა და რისხვა
    და სინათლისა და ტალღის მიმართ
    ადამიანის კანონმორჩილება.

  • Gode

    🤯❤️

  • Mariam Mkheidze

    “მხოლოდ მაშინ დავინახე სამყარო,როცა მისი ნახვა შევწყვიტე.შეშინებული ვფიქრობდი,რომ სამყარო ჩამოიქცა.მაგრამ სანამ ამას ვფიქრობდი,მივხვდი,სამყარო რომ დაქცეულიყო,ასე უკვე ვეღარ ვიფიქრებდი.და მე ვურურებდი,ვეძებდი უზარმაზარ სამყაროს, მაგრამ ვერაფრით ვპოულობდი.”


  • Davit Tsaadze

    ვერ ვიჯერებ, რომ ნამდვილად ადამიანის დაწერილია

  • Nikoloz Dvali

    იმდენად კარგია, რომ კიდევ მინდა. არ მეყო. მეტი ჩანაწერი რატომ არ აქვს?! დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ხარმსის ბოდვას უსასრულოდ. თან ძალიან მარტივად და სახალისოდ წასაკითხია და თან იმდენად უცნაური და აბსურდული, ცოტა მაშინებდა. მეტისმეტად შეშლილი ყოფილა და ძალიან კარგი რომ ეგ სიგიჟე ამ გზით გადმოაფრქვია.

  • Lika

    "ცარიელი, სულელური, სიტყვებია! არსებობს მხოლოდ უსასრულო მოძრაობა, მსუბუქი ელემენტების სუნთქვა, პლანეტარული რბოლა, ბრუნვა დედამიწისა, დღის და ღამის გიჟური მონაცვლეობა, ბუნების უდაბური კომბინაცია უღრანი ტყის მხეცების ძალა და რისხვა და სინათლისა და ტალღის მიმართ ადამიანის კანონმორჩილება." შესაბრალისი და სასოწარკვეთილი ადამიანების მოჩვენებითი ყოფა, ექვსგანზომილებიანი სამყაროს მოდელი და ყოველდღიურობაში გამომწყვდეული ადამიანები. სიკვდილი რომელიც ბედნიერება და სიმშვიდეა და ძილი- არამხოლოდ გაქცევა რეალობიდან არამედ ადგილი სადაც შეიძლება"სასწაულების ირწმუნო". ასე მეგონა რომ ყველაზე უსუსური, ცარიელი, შელამაზებული და აბსურდად გადაქცეული ადამიანების ისტორიებს ვკითხუოლობდი, ტრაგედია და სიკვდილის მოლოდინში დამსხვრეული საათები, ყველაფერი რაც შეურაცხადასა და სასტიკს გვხდის. სულისა დ გონების სიცარიელე და დრო რომელიც არაფერია თუ არა ერთი დიდი წამი...
    საბოლოოდ კი ჩვენ ყველანი ფანჯრიდან ვიხედებით და ვქმნით სამყაროს დეფიგურაციის, ილუზიის მეშვეობით.

  • Keso Shengelia

    აქაური ბოდვები რომ მიყვარს ისე საკუთარი თავი არ მიყვარს მგონი
    P.S მგონი მგონი ზედმეტია

  • Coff(in)ee Lover

    ამ(სიმოკლისთვის ვამბობ „ამ“, რას ვგულისხმობ მეც არ ვიცი). არაფერში არაფრად მოვლენილი ხსნაა ხარმსი.კითხულობ და გგონია-შენ ხარ სამყარო,შენ ხარ ხარმსი.მაგრამ ���ამყარო „შენ“ არ არის, ხარმსი „შენ“ არ არის.
    პ.ს. ამ წიგნის კითხვის დროს მკვახე კაკლის გემო გამახსენდა.

  • Soffi Cherqezishvili

    ქართულად ძალიან უცნაური საკითხავი იყო, მაგრამ წლების წინანდელ შთაბეჭდილებას არაფერი მოჰკლებია, გიჟი იყო და გიჟად დარჩა ხარმსი :3

  • ნინო კერესელიძე

    ის მომენტია, აღფრთოვანებას რომ ვერ ვმალავ, იმდენად არაორდინალური და საოცარი რამ წავიკითხე.. ხარმსი ნამდვილად არის ყველაზე პარადოქსული და ამოუცნობი მწერალი, გენიალური აბსურდისტი, ოკულტური და ფილოსოფიური იდეებით სავსე და უბადლო ირონიით გაჟღენთილი ეს წიგნი კი მართლაც რომ აღმოჩენაა ლიტერატურაში..
    ამ წიგნით ხარმსი მკითხველს ახედებს იმ ფანჯარაში, რომელშიც ირეალურ, არაამქვეყნიურ სამყაროს დაინახავს, პერსონაჟები თითქოს ზღაპრის გმირებად იქცევიან, აბსურდული, მისტიკური სამყარო კი იმდენად ხიბლავს მკითხველს, რომ როცა ხარმსს ამ ფანჯარაში დაინახავ, როცა მის მიერ შექმნილ სამყაროს შეისისხლხორცებ, მაშინ, მწერლისა და მისი შემოქმედების სიყვარულით სამუდამოდ დაავადდები..

  • Zurab Vashalomidze

    ხარმსი ერთ-ერთია იმ იშვიათ ავტორთა შორის, რომელთა შესახებ წერასაც აზრი არ აქვს. უბრალოდ უნდა შეიგრძნო მისი გენიუალურობა!

  • NEKA

    კიდევ მივუბრუნდები. ბევრჯერ😌

  • მარიამ ბუცხრიკიძე

    წარმოუდგენელია ხარმსის ფანტაზიები
    ჩვენ მოკვდავებმა უბრალოდ უნდა ვეთაყვანოთ

  • Thako klimiashvili

    ჩემი საყვარელი წიგნია😀(ერთ-ერთი)

  • Atina Bregvadze

    ერთი დიდი და სასიამოვნოდ აღმაფრთივანებელი გაუგებრობა

  • Waldo

    იყო ერთი წიგნი, რომელიც გეგონა, რომ გაიგე, მაგრამ ვერ გაიგე. ჩვენში დარჩეს და, წიგნიც არ იყო. უფრო ბოდვას ჰგავდა, წამოცდენებს, სიზმრებს. მოკლედ, ამაზე ლაპარაკი არ ღირს, მაგრამ რადგან მაინც ვლაპარაკობ, ვიტყვი, რომ რომელიმე ამ ტექსტის პერსონაჟი ან თავად ავტორი რომელიმე ფანჯარაში რომ დავინახო, მაშინვე გული გამისკდება

    ნუ დაგინახავთ ჩემ ფანჯარაში

    გაუგებარია, რაზე ვლაპარაკობ. სჯობს, საერთოდ ნუ ვილაპარაკებ.

    ისე პატივს ვცემ მათ, ვისაც ეს აურზაური მოსწონს, კაცობრიობის სხვა წარმომადგენლებს კი ეჭვის თვალით ვუყურებ

    ამით რისი თქმა მინდა?

    მათ შორის ჩემს თავს. ეს რომ ბოლომდე წავიკითხე და თან მომეწონა

    თქვენს საათსაც არ აქვს ისრები?

  • Salomeja Sandroschvili

    Ты увидишь меня в окне. Ты увидишь меня в дверях.

  • Rezo

    აბსურდის და ბოდვის ზეიმი ❤️

  • Nino Giorgadze

    "სრულყოფილი საგანი მუდმივად უნდა შეისწავლო, მასში ყოველთვის რჩება რაღაც შეუსწავლელი. რადგან სრულყოფილებას სასრული არ აქვს, ბოლომდე შესწავლილი ნივთი სრულყოფილებას კარგავს".

    სწორად ასე მომიწევს ამ ადამიანის მუდმივად შესწავლა ❤