როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი by Zura Abashidze


როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი
Title : როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი
Author :
Rating :
ISBN : -
ISBN-10 : 9789941467608
Language : Georgian
Format Type : Paperback
Number of Pages : 132
Publication : First published December 22, 2016

ზურა აბაშიძის მოთხრობების კრებული, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“, ავტორის სადებიუტო წიგნია - უბრალო და სევდიანი ამბები ჩვენი ყოველდღიურობიდან, ნამდვილი ისტორიები, ყოველგვარი სიყალბისა და კეკლუცობის გარეშე. კრებულში უამრავ დასამახსოვრებელ, საოცრად ცოცხალ პერსონაჟს შორის შეხვდებით სახლიდან წასულ მამას; სასწაულმოქმედ ტყუპებს - იზას და აზას; დაბერებულ შუაღამის გოგოებს, რომლებიც ბედნიერებას ეძებენ და გამუდმებით უცრუვდებათ იმედი; ნანუცას, რომელმაც „დებილებისა და ავანტყოფებისთვის“ სკოლა გახსნა; კოჭლსა და ელამ ანრის, რომელსაც სინამდვილეში იესო ჰქვია; ლამაზ მარუსას, რომელიც ეზოში ფეხბურთს თამაშობდა და ერთ დღეს გათხოვდა; ბიჭს, რომელიც საღამოობით ჯიუტად ელოდება საყვარელ კაცს; აბაზანაში გამოკეტილ მძიმე ავადმყოფ ბილი ელიოტს; პერსონაჟებს, რომლებიც კრებულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მაინც არსებობენ... ამდენი ადამიანი, მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, ცხოველი, ამდენი ცრემლიანი და სასაცილო ისტორია თავისებურად დაუვიწყარია და გაფიქრებინებს, რომ ეს ამბები ყველას გადახდენია ან ოდესმე აუცილებლად გადახდება.


როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი Reviews


  • Temuka Zoidze

    "როგორ მო��კლათ ბილი ელიოტი" მოთხრობების ის კრებულია, რომელიც არ დაგღლით ვიწრო მასებისთვის განკუთვნილი იუმორით, მხოლოდ ინტელექტუალთა ეშელონებისთვის გათვლილი ალუზიებითა და იმ უცნაური დასასრულებით, რომელთა ახსნას მხოლოდ მთავარანგელოზი გაბრიელი გამცნობთ გამოცხადებისას.
    პირიქით, ეს მოთხრობები ისე უცებ შემოგეკითხებათ, თითქოს თავად ავტორი ჩამოგიჯდათ გვერდით და ერთი ღერი სიგარეტის სანაცვლოდ, ეს ამბები ისე უშურველად მოგიყვათ, ვერც კი გაიგეთ დრო როგორ გავიდა, მაგრამ ამბის გმირების შეყვარება კი მოგისწრიათ.
    მე პირადად ეს კრებული იმიტომ მიყვარს ძალიან, რომ მასში გაერთიანებული ამბები სულ ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, ოღონდ ისე, ყურადღებას რომ არ ვაქცევთ, სინამდვილეში კი ჩვენი დღიური დოზა სევდის საბაბია.
    ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მართალი წიგნი, სადაც პერსონაჟები ან ძალიან კარგები ან ძალიან ცუდები კი არა, ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ ყველანი ვართ სინამდვილეში.

  • Lazare

    "როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი" მოთხრობების ის კრებულია, რომელშიც გაერთიანებულ ისტორიებს ერთიან ამბადაც (რომანად) სიამოვნებით წავიკითხავდი.
    ყველა ის ამბავი, ქალები, კაცები თუ ძაღლები იმდენად საერთო გარემოსა და ატმოსფეროს ქმნის, რომ რომანის სახით შიკარნად დაიწყებოდა ჩამოთრიეული ზინათი, ზღვისპირა ქალაქით, ამ ქალაქის ბავშვებით, ბებიებით, მამებითა და დედებით და დამთავრდებოდა ლამაზი მარუსათი, 14 სართულიანი თბილისის კორპუსებით, შენძრეული თარაშითა და მატუშკა საშკათი.

  • Nona

    სანამ წიგნს ოფიციალურად შევეხებოდი,ბევრი მესმოდა მასზე მეგობრებისგან და უბრალოდ ნაცნობებისგან.
    ახლა კი მეც შემიძლია თამამად ვისაუბრო ამ წიგნზე,რომელმაც ჯერ ვერ ვხვდები , რა გამიკეთა.
    ალბათ ბევრი არსებობს ზინასნაირი,რომლებსაც ყველას საკუთარი "ბრა" გააჩნიათ და ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ბოროტი ციალა,რომელიც უბრალოდ ბოროტია,მაგრამ ყოველთვის არ ტყუის. ასეა თუ ისე, ზინა მიყვარს და მეცოდება,ცხოვრებამ ასე რომ შეაწმინდა ფეხები.
    დევი,საშკა და ეზრა...მიყვარს რომ არ არიან ყალბები. უცნაური ალბათ არ არის матушка რომ ახლაც საწყლად ჩამესმის.
    მაგრამ აბა რანაირად ვთქვა ყველას გვჭირდება ერთი ჟორა მეთქი.თუმცა უფრო თუ დავაზუსტებ,ვიტყვი რომ ყველას გვჭირდება სიზმრების დამცველი ჟორა.მე მგონი ახლაც მჭირდება.ყოველ შემთხვევაში ბავშვობაში მაინც აღარ მომიწევდა დილის 4 საათზე ონკანთან გულახდილი საუბრები იმ იმედით , რომ წყალს გატანებული სიზმარი,მეორედ აღარ მეწვეოდა. მაგრამ სამწუხაროდ არც ჟორა იყო და არც გამართლებული იმედები.
    მიყვარს ბილი ელიოტი. მინდა რომ მეც მოვუყვე ჩემი ამბები,რადგან ვიცი გულდასმით მომისმენს და არ გამკიცხავს. თუმცა მსგავსი ტკივილისთვის არავინ მემეტება. ოდესმე თუ ძაღლი მეყოლა, აუცილებლად ბილი ელიოტს დავარქმევ. გადაწყვეტილია.
    ბავშვობაში კი ალბათ ყველას გვყავდა ერთი "ოფლისსუნიანი რეზო". თუ არა,მაშ ოდნავ კარგი ბავშვობა გქონიათ,ვიდრე სხვას.
    შუაღამის გოგონებთან საღამოს გატარება მინდა თქო რო ვთქვა, არ იქნება სამართლიანი ჩემი მხრიდან,რადგან ბაკურიანში მე და ჩემმა გოგონებმა მოვიწყეთ მსგავსი საღამო და ახლა უკეთ ვაანალიზებ და ვიზიარებ შუაღამის გოგონების ამბებს.
    იმ ღამით, 02.09.17. ჩვენც შუაღამის გოგონები ვიყავით,არანაკლებ ტრაგიკული ისტორიებით.
    ანრი კი ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და ამოუცნობ პერსონაჟად დარჩა.მერე რა რომ ბავშვური სილაღე აღარ ჰქონდა ამ 9 წლის ბიჭს? მთავარია ყალბი არ იყო. ტიტი... პატარა ტიტი ♡
    მისი მეორედ გამოჩენა კი ჩემს სახეზე უსაზღვრო ღიმილის მიზეზი იყო.
    "აგვიანებს" და "ჩემი მარუსა" რაღაცნაიურად ჩამრჩა. რაც შეეხება ნანუცას,ყველას გვჭირდება ერთი ნანუცა მაინც.
    საბოლოოდ, ძალიან გამიგრძელდა,მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო.
    ემოციების ზღვაა ეს წიგნი!
    ზურა აბაშიძეს კიდევ ბევრჯერ გაიგონებთ :)

  • Nika

    შესანიშნავი წიგნია <3

    ზოგიერთი მოთხრობა ძალიან მომეწონა (ბავშვები კარგად არიან, მამი და შუაღამის გოგოები - ყველაზე მეტად), ზოგიერთი ნაკლებად (ზინა), მაგრამ საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი კრებულია. ხან ვიცინე და ხან ვიტირე, გულწრფელად.

    ფრაზაზე "რა ვქნა, მამას რომ ირჩევდნენ, ატიკუსს ავირჩევდი"-ო, მომეკითხა ემოციებში.

    ისე, ცოტა ქართული მოთხრობა თუ წამიკითხავს ზურას მოთხრობებზე უფრო გულწრფელი, ემოციური და კარგად ნაცნობი.

    პ.ს. 1 ვარსკვლავს ზურას შემდეგი წიგნისთვის ვიტოვებ, რომელიც აუცილებლად უკეთესი იქნება!

  • Nika Vardiashvili

    საკმაოდ კარგი დებიუტი, კარგი მოთხრობებით!

    ზინა 3/5
    შეკურთხება 4/5 - "ოღონდაც შეაკურთხებდეს ერთ დღეს. ოღონდაც ის ახვარი დაბრუნდებოდეს."
    საშკა 2/5 - ამდენი ყ*ე და ტრა*ში ტყ*აური 8 გვერდიანი მოთხრობისთვის ძალიან ზედმეტი იყო.
    როცა ჟორა იძინებს 5/5 - "მეშინია, რომ აღარავინ დამრჩა, ვინც ჩემს სიზმრებს დაიცავს.
    როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი 3.5/5
    ბავშვები კარგად არიან 3/5
    მამი 2,5/5
    შუაღამის გოგოები 4/5 - "სინამდვილეში, შუაღამის გოგოები სულაც აღარ არია��� გოგოები, მათ უფრო ქალები ქვიათ"
    ფანჯი დუ 3,5/5
    აგვიანებს 4,5/5 - "დილის შვიდი საათია, ფიქრობ რომ დაძინებას აზრი აღარ აქვს" " კარს კეტავ, ჩანთას იკიდებ მხარზე, ბოლოჯერ იხსენებ, რამე ხომ არ გრჩება სახლში, საათზე იხედები და ფიქრობ, აგვიანებს."
    ჩემი ლამაზი მარუსა 3,5/5
    ცოტა რამ 3,5/5
    ბოლოსიტყვაობა 4/5

  • NEKA

    არ მეგონა ასე თუ მომეწონებოდა, ძალიან კარგია. "შუაღამის გოგოებს" და "ცოტა რამ"-ს გამოვარჩევდი.

  • ნინო კერესელიძე

    სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა. ძალიან გულწრფელი, ალალი და ნაღდია, თავისი სპეციფიკური იუმორით, ისეთ დროს რომ გაცინებს, როცა თან უნდა ტიროდე.
    ამ ბოლო ხანებში არც თუ ცოტა თანამედროვე ქართველი ავტორის ნაწარმოები წავიკითხე, თუმცა ეს კრებული განსაკუთრებულად მომეწონა. კიდევ ბევრი უნდა დაწეროს ზურამ, ზუსტად ვიცი, მაშინვე გავიქცევი და ვიყიდი.

  • Davit

    ზურას ერთ-ერთი პირველი მოთხრობა "საშკა" წეროს კონკურსზე, ჟიურის წევრმა წავიკითხე და იქიდანვე ცხადი იყო, რომ ახალი ავტორი დაიბადა. ახალი, უნიკალური ხმით, თავისი სათქმელით. ეს კრებული ამის დასტურია, რომ არ შევმცდარვარ. დამწყებ მწერლებს ყოველთვის ეს "პრობლემა" გვაქვს, ჩვენი ხმა არ არის ჩამოყალიბებული, აუცილებლად ვიღაცას ან რაღაცას გავს, არ ვიცით, რისი მოყოლა გვინდა. ზურა აბაშიძის მოთხრობების კითხვისას ეს შეგრძნება არ გაქვს - ამ ავტორს იმდენი აქვს მოსაყოლი, ისეთი ცოცხალი და სასაცილო, თან გულისმომკვლელად გულახდილი ისტორია, რომ რთულია, გულგრილი დარჩე. აქ სივრცე არ მაძლევს საშუალებას, უფრო "პროფესიონალურად" დავასაბუთო, რატომ მომწონს ეს წიგნი. მაგრამ სადმე სხვაგან, ახლო მომავალში, აუცილებლად დავწერ უფრო ვრცლად. მანამდე კი - წაიკითხეთ "როგორ მოვკლათ ბილიო ელიოტი" და დაიმახსოვრეთ, რომ უახლესი ქართული ლიტერატურის "ბეიბი ბუმში" (მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე) ამ სახელს ხშირად გაიგონებთ: ზურა აბაშიძე.

  • Mariam Paichadze

    მოთხრობები ძალიან მიყვარს და ყოველთვის ძალიან მაკლია ის უბრალოების განცდა, რომელიც მაშინ იბადება, როდესაც ავტორი შენთვის ნაცნობ ადგილებს, ტერმინებს და დიალოგებს იყენებს. ამ კრებულმა ეს დანაკლისი ამომივსო. ყველა ტიპის და რჯულის ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული მახსოვს და გარს მახვევია, ამ წიგნშია თავმოყრილი და ხელს მიქნევს. და ის ერთიანობაც, რომელსაც მუდამ ვგრძნობთ პატარა ქალაქში ცხოვრებისას, რომ ყველა ყველას იცნობს, ყველამ ყველაფერი იცის, ამ წიგნშიც შენარჩუნებულია და პერსონაჟები უნებურად თუ ნებიანად სხვადასხვა მოთხრობებში დაეხეტებიან, რაც ამ კრებულს ერთ მთლიანობად ქმნის.
    5 ვარსკვლავს ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევებში ვწერ და მგონია რომ ამ განსაკუთრებულ შემთხვევას ზურასგან მომავალში უნდა ველოდო, ამიტომ 4-ს დავჯერდები.

  • Sandro Mikeladze

    ასევე განსხვავებული ენა და თხრობის მანერა ქართულ ლიტერატურაში.

  • Space Travel Stories

    წიგნის ფესტივალზე იმ შემართებით წავედი რომ გავცდებოდი საკუთარი კომფორტის ზონას, ისეთ წიგნებსაც ვიყიდდი რომელზეც სხვა დროს არც დავფიქრდებოდი. "წიგნები ბათუმში" - ს დახლთან კონსულტანტმა ზურა აბაშიძის წიგნი შემომთავაზა და თან იქვე მდგომი მწერალიც გამაცნო. ზუსტად ამ დროს აწუწუნდა ჩემი შინაგანი ხმაც და შემახსენა როგორ არ მიყვარს მოთხრობები. დარწმუნებული ვარ სასაცილო სანახავი ვიყავი სანამ ჩუმი დიალოგი მქონდა ჩემ თავთან, რომელიც თავდაპირველი გადაწყვეტილების გამარჯვებით დასრულდა. სახლში ამ წიგნთან ერთად დავბრუნდი.

    არ ვიცი რისი მოლოდინი მქონდა, მაგრამ არ ველოდებოდი ახალი მწერლის აღმოჩენას, რომელსაც საკუთარი ხმა უკვე ნაპოვნი ჰქონდა. არ ველოდებოდი სიცილს, რომელიც ისტორიით გამოწვეულ სევდას არ გადაფარავდა და ამავდროულად სასოწარკვეთამდეც არ მიმიყვანდა, არ ველოდებოდი მოკლე ფორმატის მიუხედავად პერსონაჟების კარგად გაცნობასა და მათ შეყვარებას.

    ზურამ თუნდაც იმით მოიგო ჩემი გული, რომ მისი ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟი, არჩევის შესაძლებლობის შემთხვევაში, მამად ატიკუსს აირჩევდა :)

    მიხარია, რომ იმ დღეს ჩემმა წუწუნა შინაგანმა ხმამ არ გაიმარჯვა და ჩემ მიერ მოწონებული მოთხრობების პატარა სიას ზურას სასაცილო, მაგრამ სევდიანი ისტორიებიც დაემატა.

  • Mariam keinashvili

    ესაა წიგნი ყველაზე დაწერილი წიგნია... დიდებზე, პატარებზე, ბებიებზე, ბაბუებზე, ცოლებზე, ქმრებზე, სკოლის მოსწავლეებზე, მარტოხელა ქალებსა და კაცებზე, გოგოებზე და ბიჭებზე. განსაკუთრებული სიმძაფრით ვიგრძენი ზურას ინტერესი ყველა ასაკის ადამიანის მიმართ. გასაკვირი ის არ იქნებოდა მას რომ თანატოლებზე ეწერა, გასაკვირი ისაა მან რომ ყველა შეამჩნია, ყველას ცხოვრება შეიმჩნია და ამბებად მოგვიყვა. მოთხრობები დაცლილია პათეტიკისგან და მიკვირს, ავტორმა ასეთი ამბები პათეტიკის გარეშე რომ მოყვა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მთლიანი სიუჟეტი არაა, ეს ყველაფერი მაინც მაგიურადაა შეკრული ერთ ამბად, გარდატეხილი ავტორის ცნობიერებაში. სადღაც 'დუბლინელებიც' გამახსენდა...
    მინდოდა არასდროს დამთავრებულიყო, იმიტომ რომ წიგნის კითხვის პროცესში მივხვდი ყურში ცოცხლად ჩამესმოდა ავტორის ხმის ტემბრი, როგორ გვიყვებოდა გასაგიჟებლად საინტერესო ამბებს ერთ ღამეს მე და ჩემს მეგობარს ბიძამისის ფორთოხლისფერ სახლში. და კი, საკუთარი თავისგან ვერასდროს გაიქცევი და ისეთ დროს, როდესა��� ყველაზე მეტად მძულს საკუთარი თავი მეც ძილის მეტი არაფერი დამრჩენია. მაგრამ ერთი კი ვიცი, როცა ყველაზე მეტად შემეზარება საკუთარი თავი, სანამ დავიძინებ ბილი ელიოტის მკვლელი ნამდვილად გამახსენდება.

  • Marita Mazanishvili

    სანამ ამ მოთხრობებს წავ��კითხავდი, ჯერ ზურა აბაშიძეს "მძიმე კაცთან" ვუყურე და ნახევარ საათში მეგონა რომ ამ ადამიანს არამხოლოდ ვიცნობდი, არამედ ჩემი ახლო მეგობარი იყო :დ მოთხრობებიც ეგეთივეა, ძალიან უბრალო და არაშელამაზებული, სევდიანი და თან სასაცილო, სიგარეტს აღარ ვეწევი, თორე ყავა და სიგარეტი მოუხდებოდა ძალიან ამ ყოველდღიურობით დახუნძლულ ამბებს. ყველა პერსონაჟი იმდენად ნამდვილია, ჩვენი ნამდვილი მეზობლების, მეგობრების, თანამშრომლების, ნაცნობების და ნაცნობების ნაცნობების არსებობაში შეგვატანინებს ეჭვს და არა პირიქით. ამიტომ რაღაც არარეალურ/���აოცარ ისტორიებს არ უნდა ელოდოთ ამ მოთხრობებისგან, აქ ყველაფერი ისეთია როგორც ნამდვილ ცხოვრებაში - ყვითელი და ფერგადასული შპალერიდან დაწყებული, გაციებული უშაქრო ჩაით დამთავრებული. მატარებელში დავიწყე კითხვა და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ შემეძლო ერთი დღე "გამომეტოვებინა" ჩემი ცხოვრებიდან და ამ ნამდვილი პერსონაჟების ცხოვრებით მეცხოვრა, რადგან ჩვენი ბავშვობა, აწმყო და ზოგადად ცხოვრება ესე ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

  • Ana Japaridze

    ძალიან კარგი, ლამაზი და გულწრფელი მოთხრობები. ❤

  • AnRy Shengelia

    ცოტა კი გამეწელა კითხვის პროცესი,მაგრამ ძალიან ვისიამოვნე <3
    -მაშინ მიხვდი რომ ყველაფერი, რასაც ინატრებ, აუცილებლად ახდება, მაგრამ როგორ ახდება, კაცმა არ იცის,

  • Misoust

    რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ისტორია არსებობსო.. მოთხრობათა კრებული საოცრად დამღლელ ყოველდღიურ ამბებზე..♥️

  • Tamar

    არაჩვეულებრივი ნიმუში თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში იმისა, თუ როგორ შეიძლება დახატო და აქციო ჩვეულებრივი ადამიანები პერსონაჟებად.
    სიხარულის ცრემლებით ვტირი, უკვე მერამდენედ.
    ზურიკო <3

  • Lika

    წიგნი დავხურე და უბრალოდ მივხვდი, რომ ყველა ეს ისტორია მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვდა ჩემგან- ყველანაირი "თუმცასა" და "მაგრამის" გარეშე საკუთარი თავის სიყვარულსა და მიღებას, ყველა იმ უამრავი ნაკლოვანებით რაც გამაჩნია. მართლა ვიგრძენი, რომ უპირობოდ უყვარს ადამიანები და სჯერა რომ ჩვენ ერთმანეთის გადარჩენა შეგვიძლია. თითოეული მოთხრობა ჩვენთვის ძალიან ახლობელი და ჩვეულია, მაგრამ ზურას მოყოლილი თითქოს სხვანაირად სევდიანი, სხვანაირად იუმორისტული, სხვანაირად კეთილი და ლამაზია.
    ახლა უკვე ძალიან მრცხვენია ყველა იმ დღის გამო როდესაც თავი ამირიდებია ამ კრებულისთვის, მორიგ სისულელედ ჩამითვლია არ მიყიდია და არ წამიკითხავს... ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულ ავტორად იქცა, რომლის წიგნებსაც ყოველთვის მოუთმენლად დაველოდები.

  • Guga Maliadze

    რატომღაც სკეპტიკურად ვუყურებდი ამ კრებულს, მაგრამ იმხელა გრძნობებია შიგნით...
    ალმადოვარის ფილმები გამახსენა რამდენიმე მოთხრობის სიუჟეტმა.
    მოკლედ, ზურა, ყველაფერი წინ გაქვს!
    ერთი მოზრდილი წიგნი არ იქნებოდა ურიგო...
    პ.ს. „აგვიანებს“ და „ჩემი საყვარელი მარუსა“
    აი, ეს ორი მოთხრობა ყველაზე მეტად ჩამწვდა გულში.

  • Tami Murvanidze

    ამ წიგნში ყველაზე მეტად "ბათუმი" და ბათუმური ამბები მომეწონა <3
    P.S. რაც მთვარია , ზურა ძალიან გულახდილია , რასაც სხვა თანამედროვე ავტორებზე ვერ ვიტყვი :)

  • Lizzy

    ერთი ამოსუნთქვით რომ წაიკითხავ ეგეთი წიგნი და მოთხრობებია, ზედმეტად რეალური და გულახდილი ისტორიებით. ჰო და კიდე, დამთავრებისას რომ ნანობ, ნეტა ცოტა ნელა წამეკითხა და ესე მალე არ მორჩენილიყოო, ეგეთიც.
    მოკლედ, 5/5.

  • Irakli Jashi

    რაღაცნაირია პატარა და სასიამოვნო
    "სემიჩკასავით" იკითხება
    ერთობი კითხვისას მაგრამ თან ბევრ საინტერესო რამეზე იწყებ ფიქრს

  • Davit Tsaadze

    3.5 ⭐

  • Data Kupatadze

    ძალიან ლამაზი, პტარა და სევდიანი მოთხრობებია. თან, კრებული სადებიუტოა და რა ვიცი, გადასარევი დასაწყისია.

  • Guga Nemstsveridze

    ზოგი ძალიან კარგი მოთხრობა იყო; განსაკუთრებით „მამი“ :)

  • Keso Gagoshidze

    დაახლოებით ჩემს ასაკში დაწერა ეს მოთხრობები და ცოტა მშურს კიდეც ზურასი. მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ <3

  • Salome Nodia

    აუცილებლად დაველოდები და წავიკითხავ მის სხვა მოთხრობებსაც :)

    "შუაღამის გოგოები შუაღამეს აჩენენს თავიანთ ნამდვილ სახეს, დღე სულ ჩვეულებრივები არიან, სამსახურში დაიარებიან, ბავშვებს დაატარებენ ბაღებსა თუ სკოლებში, ჩვეულებრივად დგანან სალაროსთან. თქვენ კი შეამჩნევთ, მანქანასაც აყენებენ პარკინგზე, კაფეებშიც შეხვდებით, რესტორნებშიც, შუაღამის გოგოებსაც უწევთ კომუნალურების გადახდა, პურის ყიდვა უახლოეს მარკეტში, მაგრამ როგორც კი მოსაღამოვდება, შუაღამის გოგოები თავს კარგავენ, ემშვიდობებიან დღის ცხოვრებას და ძალიან სევდიან არსებებად გადაიქცევიან."

  • Megi Kamashidze

    რამდენიმე მოთხრობა ისე მომეწონა,გული ამიჩქარდა.

    "რა ვქნა,მამას რომ ირჩევდნენ,ატიკუსს ავირჩევდი."