გოდორი by Otar Chiladze


გოდორი
Title : გოდორი
Author :
Rating :
ISBN : -
ISBN-10 : 9789994054183
Language : Georgian
Format Type : Hardcover
Number of Pages : 352
Publication : First published January 1, 2003
Awards : Saba

ოთარ ჭილაძის თხზულებების ათტომეული, ტომი მეექვსე. გოდორი" ქართველი კლასიკოსის -


გოდორი Reviews


  • Promethea

    რა საშინელებაა… მიყვარს!

    “ქართველები ჩვენი ნებით უკან აღარ ვბრუნდებით, მაზოხისტები ვართ, გვსიამოვნებს ნოსტალგიით წამება”

  • Maka lelu

    როგორ მახსოვს პირველად ქარჩხაძე, რომ აღმოვაჩინე, უბედნიერესი ვიყავი. ზუსტად იგივე შეგრძნებით ვარ მას შემდეგ, რაც ოთარ ჭილაძე აღმოვაჩინე. კიდევ ერთხელ ვამაყობ, ჩვენი უნიჭიერესი ერით 🥰

    რაც შეეხება ამ წიგნს. ბევრმა მითხრა, რომ ამ ავტორის გაცნობა “გოდორით” არ დამეწყო, მაგრამ მაინც გავბედე წაკითხვა. მართალია, საკმაოდ რთული ტექსტია, უამრავი ალეგორია, ბევრი გაურკვევლობა და მოკლედ, უამრავი ფიქრი გიწევს იმაზე, რომ მიხვდე რისი თქმა უნდა ოთარს ამა თუ იმ პერსონაჟით, გარემოებით, გეოგრაფიული ადგილებით და ასე შემდეგ.

    არ დავასახელებ არც პერსონაჟებს, არც მოქმედებას და არც ისტორიის ნიუანსებს გავუსვამ ხაზს, რადგან ეს წიგნი არის ერთი დიდი ამბავი. დანარჩენი ყველა და ყველაფერი, არის ჩვენი საქართველოს ისტორია, თავისი გმირებით, ერთგულებით, მტრებით, წინაპრებით და სრულიად ქართველი ერის არსებობით.
    ვფიქრობ, ყველა ქართველმა უნდა იკითხოს არა მხოლოდ ეს წიგნი, არამეთ განურჩევლად, ამ ავტორის ყველა ნაწარმოები. ამას ვაპირებ მეც🥰

    აუცილებლად წასა���ითხი წიგნია🤍

  • ხატია ნებულიშვილი

    წიგნი რომელსაც სრული 1 წელი ვკითხულობდი...რომელმაც შემზარა 17 წლის ვიყავი მაშინ..და რომელმაც შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება მოახდინა...ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წიგნი რაც კი ოდესმე წამიკითხავს..
    it's really pity that this book is not translated... for me this is one of the strongest and wonderful book i've ever read...

  • Sandro

    ქსენოფობიირი ელემენტები დაჰკრავს. ხან სომხებს ახსენებს უარყოფით კონტექსტში და ხან აფხაზებს იხსენიებს აფსუებად, მაშინ როდესაც ეს ტერმინი დისკრიმინაციულია და ლიტერატურულ ფაბულასთან კავშირი არ აქვს. ალბათ, ამიტომ ვერ მიიღო ნობელის პრემია, თუმცა. აწარმოების საინტერესოა და აქტუალური.

  • Shorena Beruashvili

    ეს ის წიგნია არცერთი პერსონაჟი რომ არ გევოდება.

  • Kristina

    ლუდოვიკო ბოლონიელი და მუმლი (აი ის მუხას რომ ეხვევა) ზოგადსაკაცობრიო და ლოკალური, ყველაფერი ამ ერთ წიგნში, თან საოცარი სიმძაფრით მოთხრობილი ზოგან გულის რევას იწვევდა (რაც მხოლოდ კარგის ნიშანია). “ფუტკარი სასარგებლო მწერია, წურბელაც. რასაც ვერ ვიტყვით ციცინათელაზე, სამაგიეროდ ციცინათელას საკუთარი გაანთება აქვს, საქართველო კი ბნელში ზის, აგერ უკვე ექვსასი წელია.”

  • Mari Goshadze

    ასეთი "შემზარავი"და "გარყვნილი" სიუჟეტი ფროიდსაც კი გაუჭირდებოდა წარმოედგინა, :D ძალიან კარგი ნაწარმოებია, და ჭილაძეს წაუკითხავობა არ შეიძლება.
    და ჟოზე სარამაგუსადმი პატივისცემის მიუხედავად ნობელის პრემიაზე მას არ უნდა ეჯობნა ჭილაძისთვის.

  • Irma Mesablishvili

    ეს წიგნი ყველაფერზეა.
    იმდენად ყველაფერზეა რომ ვერ ასწებ კითხვისას ერთი თემიდან მეორეზე გადასვლას, გაანალიზებას, დაფიქრებას. ცხოვრების სახელმძღვამელოდ გამოსაყენებელი წიგნია.

  • Liza

    არაერთხელ მომაგონდა ,,ჯაყოს ხიზნები”. რაჟდენ კაშელი ჯაყოს წააგავს, ანტონი- თეიმურაზს, ლიზიკო კი- მარგოს.
    დასასრულს მომეჩვენა, თითქოს თხრობა ზედმეტად გაიწელა.

  • Nino Chikviladze

    საოცარი, როგორც დანარჩები ❤ მიყვარს ❤ ოდნავი ოპტიმიზმის შეგრძნებაც დამიტოვა ბოლოს... ძალიან მცირე მაგრამ მაინც ❤