რკინის თეატრი by Otar Chiladze


რკინის თეატრი
Title : რკინის თეატრი
Author :
Rating :
ISBN : -
ISBN-10 : 9789994054213
Language : Georgian
Format Type : Hardcover
Number of Pages : 460
Publication : First published January 1, 1981
Awards : Rustaveli prize

ოთარ ჭილაძის თხზულებების ათტომეული, მესამე ტომი. რომანში "რკინის თეატრი", წარმოდგენილია მე-19 საუკუნის დასასრულის და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული ცხოვრების ფართო პანორამა. 1983 წელს ეს რომანი რუსთაველის პრემიით აღინიშნა.


რკინის თეატრი Reviews


  • Luka Fadiurashvili

    მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურაში არიან მწერლები, რომელთაც იდეალურად გამოიყენეს მოდერნისტული გამოცდილება და ძირეულ, წამყვან კონცეპციად ცნობიერების ნაკადის ახლებურად გააზრებული მოდელი აქციეს. შექმნეს მაგიური რომანები მაგიური სამყაროებით და ბიბლიოგრაფიაში არამარტო პერსონაჟების, განწყობის და სივრცეების თანაკვეთა შეძლეს, არამედ მოახერხეს თავიანთი უნიკალური, უნივერსალური სიმბოლიკების(პირადი ცხოვრებიდან გადმოტანილი ელემენტების), მეტაფორული ნიშნების მხატვრულად გარდაქმნა და შემდეგ თანაბრად გაშლა. ამ აბდაუბდას ქართველი მწერლებიდან პირველრიგში ოთარ ჭილაძე "უხდება".

    საქართველოს ოთხ სხვადასხვა კუთხეში ვკითხულობდი ამ რომანს და საბედნიეროდ იქ ვამთავრებ საიდანაც ზღვა ყველაზე ახლოსაა. ის ზღვა, რომლის სანაპიროების ატმოსფერო მთელ სიუჟეტს გაჰყვება ლაიტმოტივად. მტვრიან სახლების ოთახებში, წიწვოვან ტყეებში, თეატრის სცენის წინ თუ ორმოში..
    რკინის თეატრი ბევრ რამეზეა, მაგრამ იმაზე უფრო მეტად ისაა, როგორ განწყობაზე და მდგომარეობაში წაიკითხავ. თბილისიდან ბათუმში ჩასული მსახიობით იხსნება დრამა. მაგრამ მალევე თავს იკლავს და გზას უთმობს სხვა პერსონაჟებს, რომლებიც შემდგომში ცენტრალური ფიგურებად გვევლინებიან(მგონია, რომ ჭილაძესთან არ არსებობს ერთი წამყვანი პერსონაჟი და ერთი ადამიანი არ განსაზღვრავს რომანის შინაარსობრივ მხარეს ან განწყობილებას).

    რომანი სიუჟეტურად უბრალო საოჯახო ქრონიკის ჟანრადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, მეტიც ჩემთვის ბანალურიც კია, მთელი ამ ისტორიული უკანაფონით, ავტორისეული ჩართვებითა და მეფის რუსეთისა თუ პოლიტიკური გადაკრულებით, მაგრამ მთელი ღირსებაც სწორედ ამ სიმარტივეშია, რომელსაც ჭილაძისეული ფორმალიზმი არაჩვეულებრივად გარდაქმნის. ატმოსფერის შექმნა და შემდეგ მთელი დროის მდინარების განმავლობაში გამძაფრება, რომელიც აზვირთებულ ზღვასთან აღწევს კულმინაციას. მაშინაც კი როდესაც გელას პერსონაჟი ტყეებში დარბის, ელენე თეატრის შენობაში დაკარგულ შვილს გლოვობს, დიმიტრი სასმელს ხუხავს და დარიას წუწუნს ისმენს, ხოლო ნატო ანდროს ათამაშებს, ზღვის სურნელი ყველგანაა. რკინის თეატრის წაკითხვა ყველა ფურლიდან შეიძლება, ყველა მონაკვეთიდან შეიძლება დაიწყო და უკან, ასეული გვერდებით წახვიდე და მაინც იმ მუხტით, იმავე შედეგით, გასული საუკუნის ათეული წლების ჭილაძისეულ სამყაროში მკითხველის დაბადება მოხდება.

  • Giorgi Baskhajauri

    ბოლო წიგნი წელს და წარუმატებელი მიბრუნება ჭილაძესთან. არ არის ჩემი მწერალი, იმდენად არ მომწონს ფორმა, რომლითაც მაწვდის სათქმელს, რომ აზრი ეკარგება რა აქვს სათქმელი. აუცილებლად ვცდი კიდევ ბევრჯერ ამ ავტორის წაკითხვას. შეფასებას რა თქმა უნდა არ ვწერ, არ ვიცი რა შეფასება დავუწერო.

  • Salome Khaindrava

    თავისუფალ ადამიანად გაგრძნობინებს თავს.

  • Bessa

    სველი და გამჭვირვალე ბარიერის იქითა მხრიდან, რბილ ფოკუსში დანახული, უკუპერსპექტიული ქრონიკებისა და ყოფიერების პროექციაა, ეზ 4 მი:)

  • Sandro Mikelashvili

    მოვა დრო და ეს წიგნი ქართულ საუკეთესო რომანთა შორის საპატიო ადგილს დაიკავებს.

  • Tatia Bokuchava

    shesanishnavi wignia <3

  • Gia Jgarkava

    Did not like it much, but probably because I read it being too young (around 20)

  • Dachi

    უძლიერესია წიგნია, ისევე როგორც ავტორი!